პირველი ლეპტოპი მსოფლიოში!

წარმოგიდგენთ პირველ ლეპტოპს მსოფლიოში რომეილც ჯერ კიდევ მუშაობს!

მას აქვს 256 KB ოპერატიული მეხსიერება,  4.77 MHz Intel პროცესორი და Macbook Air მსგავსად   არ გააჩნია რეგულარი მყარი დისკი.  მას ასევე ჩამონტაჟებული აქვს  ფლოპი დისკის მკითხველი და იწონის 4,1 კილოგრამს.

ფასი: 1899$

Ivy Bridge, პირველი წარმომადგენლები

Posted Image
LGA 1155 პლატფორმის გამოშვებიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, Intel კვლავ გვთავაზობს წარმოების განსხვავებულ პროცესზე და გაუმჯობესებულ მიკროარქიტექტურაზე დაფუძნებულ პროცესორების სერიას. ისმის შეკითხვა – უნდა ველოდოთ თუ არა ახალი ვარსკვლავის გამოჩენას?

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ‘tick-tock’ სქემა უბრალოდ ტექნიკური პროგრესის შესაფერისი ილუსტრაციაა, რომელიც რეალობას მეტნაკლებად ზუსტად ასახავს. Ivy Bridge CPU-ების რელიზი, წესით, ეს გახლავთ მორიგი ‘tick’, რაც გულისხმობს 22 ნმ-ზე გადასვლას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროდუქტებში განხორციელდა მთელი რიგი სხვა ცვლილებებიც და აქედან გამომდინარე, კომპანიამ ისინი განაკუთვნა ‘tick+’ ფაზას.
Continue reading

ულტრაბუქი Dell XPS 14 ქსელში ანონსამდე «გამოჩნდა»

ინტერნეტ-მაღაზიის Amazon წინადადებათა ბაზაში გამოჩნდა 14-დუიმიანი ულტრაბუქი Dell XPS 14, რომელიც აქამდე ოფიციალურად ჯერ არაა დააანონსებული. საინტერესო სიახლეს აქვს პროცესორი Intel Ivy Bridge, დისკრეტული გრაფიკა NVIDIA, დისპლეი გარჩევადობით HD+ (1600 х 900 პიქსელი), აგრეთვე გამოირჩევა ავტონომიური მუშაობის დროით 12 საათამდე.

Dell XPS 14z

ძველი თაობის მოდელი XPS 14 ჯერ კიდევ 2010 წელს იყო წარმოდგენილი. ამ ნოუთბუქს ულტრაბუქს ვერ უწოდებ. მისი სისქე 3,5 სმ იყო. განახლებული გადაწყვეტა – XPS14-9092sLV – თითქმის ორჯერ თხელია (სულ რაღაც 18 მმ), მისი წონა კი 1,36 კგ-ია. კორპუსის «გახდომამ» ოპტიკური ფლეერი იმსხვერპლა, რომლითაც ძველი XPS 14 და უფრო ახალი მოდელი XPS 14z იყო აღჭურვილი. Continue reading

კორპორაცია ინტელი

კორპორაცია ინტელი დაფუძნდა 1968 წელს როგორც ინტეგრირებული ელექტორნიკის კორპორაცია, ამერიკაში მდებარე მულტინაციონალური კორპორაცია, კარგად ცნობილი მიკროპროცესორებისა და ინტეგრირებული ლოგიკური პანელების დიზაინითა და წარმოებით. ინტელი ასევე აწარმოებს ქსელურ კარტებს, მეინბორდის ჩიპსეტებს, კომპონენტებსა და სხვა მოწყობილობებს. ინტელს მოწინავე კვლევითი პროექტები აქვს ნახევარგამტართა წარმოების ყველა სფეროში. Continue reading

Sandy Bridge მიმოხილვა

Pentium 4-ის სერია ისე დაამთავრა კომპანია Intel-მა რომ 4GHz-ისთვის არც მიუღწევია. ყველაზე სწრაფი პროცესორი 3.8GHz სიხშირეზე მუშაობდა. შემდეგ კი მოხდა დიდი გადატვირთვა და ყველანი Core 2 Duo-ებზე გადავედით, რომლებიც 3GHz ნაკლებ სიხშირეზე მუშაობდნენ. მას შემდეგ კომპანიამ კვალვ დაიწყო სიხშირეების გაზრდა თუმცა აქცენტი უფრო წარმადობაზე კეთდებოდა ვიდრე ტაქტურ სიხშირეზე.
დღეისათვის Intel ფაქტიურად ამთავრებს იმას რაც ათწლეულის წინ დაიწყო. ერთ ნაკადიანი პროგრამის გაშვებისას Core i7-2600K პროცესორის სამი ბირთვი ითიშება და ერთი ბირთვი აგრძლებს მუშაობას 3.8GHz სიხშირეზე. ორი გამორთული ბირთვითაც კი ეს 32 ნანომეტრული ჩიპი 3.7GHz-მდე ზრდის ტაქტურ სიხშირეს. ერთადერთი მიზეზი რაც 4GHz სიხშირემდე გვაშორებს კონკურენციის ნაკლებობაა (AMD :(). კარგ დედა დაფაზე ფაქტიურად მაუსის ერთი მოძრაობით auto-აჩქარების რეჟიმში 2600K თავისუფლად აღწევს 4.4GHz სიხშირეს. მათთვის ვისაც მეტი უნდა ძალიანა დვილი იქნება 4.6-4.8GHz სიხშირის მიღწევა მხოლოდ ჰაერის გაგრილებით ყოველგვარი ექსტრემალური აჩქარების გარეშე.
Continue reading

როგორ მზადდება ინტელის პროცესორები!

Posted Image

ყველას გაინტერესებთ ალბათ თუ როგორ მზადდება თქვენს კომპიუტერებში არსებული პროცესორები და მათი კრისტალები რომლებშიც ასობით მილიონი ტრანზისტორია ერთმანეტთან დაკავშირებული. ეს ტატია გადმოთარგმნილია Intel-ის საიტიდან და აღწერს პროცესორის წარმოების უმთავრეს ფაზებს, კონკრეტულად კი Nehalem არქიტექტურის წარმოებას, სურათებს დააჭირეთ გასადიდებლად.
Continue reading

Intel-ის “მომავლის” პროექტი!

დღეს უკვე არსებობს მთელი რიგირ მოწყობილობებისა რომლებიც იყენებენ ტვინის მიერ გამომუშავებულ ტალღებს რათამართონ ელექტრონიკა. ჯერ ეს მოწყობილებები საჭიროებენ დახვეწას,   გაუმართავობის გამო არ მუშაობენ და მისი ტვინზე იმპლანტაცია არ შეიძლება.

მაგრამ 2020 წლისთვის Intel-ის მეცნიერები აპირებენ  გამოიგონონ ჩიპები, რომლებსაც ჩააშენებენ ტვინში რის შედეგადაცაღარ დასჭირდებათ კლავიატურისა და მაუსის გამოყენება. Intel-ს თანამშრომლებს იმედი აქვთ რომ მომხმარებლები თანახმანი იქნებიან თავის ტვინში  ჩიპების ჩადგმაზე. Continue reading