2013 წლის 10 საუკეთესო სმარტფონი

ქვემოთ ჩამოთვლილია 2013 წლის საუკეთესო სმარტფონები. Continue reading

Nokia და Carl Zeiss პარტნიორობის გაფართოების შესახებ განაცხადეს

კომპანიებმა Nokia და Carl Zeiss განაცხადეს, რომ მათი მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, რომლებმაც მობილურ მოწყობილობებში (Nokia N8 და Nokia 808 PureView) ფოტო-ტექნოლოგიების სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევები მოიტანეს, გაგრძელდება, რის შესახებაც შესაბამის შეთანხმებას უკვე მოეწერა ხელი. «Nokia 808 PureView, რომლის გაყიდვები მაისში დაიწყება, თავის თავში Carl Zeiss-ის ოპტიკის მაღალ მწარმოებლობასა და Nokia-ს მიერ შექმნილ ტექნოლოგიებს აერთიანებს. ამგვარად, ჩვენმა თანამშრომლობამ გადაღებული ფოტოების ახალი სტანდარტი დაამყარა ამ კლასის სმარტფონებისთვის», – ნათქვამია Nokia-ს ბლოგში.

«Сarl Zeiss ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომლის წყალობითაც შევქმენით ტექნოლოგია PureView. ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა მეტ ინოვაციებს მოიტანს ტექნოლოგიის განვითარებაში და მის დანერგვაში სმარტფონებში უახლოესი თვეებისა და წლების მანძილზე», – ნათქვამია Nokia-ს პრეზიდენტის ჯო ჰარლოუს (Jo Harlow) კომენტარში ამ მოვლენასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, Carl Zeiss-ის შემსრლებელმა დირექტორმა მაიკლ კეშკემ (Michael Kaschke) აღნიშნა: «როდესაც ჩვენ 2005 წელს მხოლოდ ვიწყებდით თანამშრომლობას Nokia-თან, მობილური ფოტოგრაფიის საზღვრების გაფართოება გვსურდა. Continue reading

Nokia-ს აქციონერებმა საკუთარი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

კომპანიის მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილო Nokia-ს აქციონერთა ნაწილმა მასზე სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. მათ ჩათვალეს, რომ აქციების ღირებულების რეგულარულად შემცირება და ყველა კვარტალში ცუდი შედეგი საკმარისი მიზეზია საკუთარი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.

სარჩელში ნათქვამია, რომ პლატფორმა Windows Phone სმარტფონების ბაზარზე Nokia-ს მდგომარეობას აუარესებს. ეს 11 აპრილს გახდა ნათელი, როდესაც Nokia განაცხადა, რომ მისი ფინანსური მაჩვენებლები უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. აქციონერებმა გაიხსენეს, რომ კომპანიამ Microsoft-თან პარტნიორობის წყალობით ბაზარზე საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების პირობა დადო, თუმცა ეს არ მოხდა. მეტიც, მოსარჩელეებს ამ წლის II კვარტლის ფინანსური პროგნოზებიც არ აკმაყოფილებთ, აგრეთვე Lumia 900-ის პრობლემური მუშაობაც, რომლის გაყიდვებიდანაც მწარმოებელი პრინციპში არანაირ მოგებას არ იღებს. ამასთან დაკავშირებით აქციონერები კომპანიისგან მათთვის ფინანსური დანაკარგების სრულ ანაზღაურებას მოითხოვენ, რაც ფასიანი ქაღალდების ღირებულების მუდმივი შემცირებითაა გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ დირექტორთა საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ რისტო სიილასმაამ (Risto Siilasmaa) განაცხადა, რომ დარწმუნებულია Nokia-ს მიერ არჩეული სტრატეგია საბოლოო ჯამში წარმატებას მოუტანს კომპანიას. «ვერ ვიტყვი, რომ Nokia-ს რაიმე სახის კარდინალური ცვლილებები სჭირდებოდეს. ახლა კომპანია რთულ პერიოდშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძლიერი ჯგუფი გვყავს, სწორი სტრატეგია გვაქვს შერჩეული და ასეთივე პროდუქციას ვუშვებთ», – განაცხადა მან.

წყარო:http://aqualung.ge

კამერების ბრძოლა: Nokia Lumia 900 VS iPhone 4S

Nokia Lumia 900

ცნობილია რომ ნოკიამ გამოუშვა მობილურის მოდელი Nokia Lumia 900 , Carl Zeiss ოპტიკით.დადგა დრო შევაჯიბროთ ნოკიას და iPhone 4S კამერები.ახლა მე დავდებ სურათებს ორივე აპარატით გადაღებულს და თქვენ შეაფასეთ რომელი ჯობია. Continue reading

Nokia Lumia 800

წარმოგიდგენთ ნოკიას ახალ მოდელს, სახელწოდებით Lumia 800, იგივე Nokia Sea Ray. იგი გაყიდვაში 2011 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდა და პირველივე დღეებში დიდი პოპულარობა ჰპოვა. მისი გამორჩეული დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები გულგრილს ვერ დატოვებს ყველაზე მკაცრ კრიტიკოსსაც კი.

Nokia Lumia 800 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 7.5 Mango_ზე და აღჭურვილია 1.4 GHz Scorpion ტიპის პროცესორით და Adreno 205 გრაფიკული ამაჩქარებლით, რაც მის შეუფერხებლად მუშაობას უწყობს ხელს. სმარტფონს შეუძლია FULL HD ფილმების შეუფერხებლად გაშვება. Continue reading

კორპორაცია Nokia-ს სმარტ სათვალეები

წარმოგიდგენთ Nokia Corporation SMART Glasses Technology – კორპორაცია Nokia-ს სმარტ სათვალეების ტექნოლოგიას.

ამ სათვალეებს შეუძლიათ გამოსახონ მაღალი კონტრასტისა და სიკაშკაშის გამოსახულება. ჩვენება ხდება თხელ 1.4 მმ სისქის მქონე  სპეციალურ პლასტიკურ ლინზებზე,  რომელიც ატარებს მიკროტალღებს რაც საშუალებას იძლევა მოახდინოს  ჰოლოგრამის გამოსახვა.  გამოსახულება(ჰოლოგრამა) აისახება მომხმარებლის თვალზე რომელიც ირევა რეალურ გარემოებაში. მთელი ეს ტექნოლოგია კომფორტულად  ჯდება საფეთქლებზე და წარმოადგენს ჩვეულებრივ თვალზე სატარებელ ნივთს.

Vuzix–მა ასევე განაცხადა, რომ მათი ახალი სპექტრი Smart სათვალეებში სავარაუდოდ კომერციული გახდება ამ (2012) წლის ზაფხულში.