HTC One X

იდეალურ სმარტფონში ყველა ჩვენგანი განსხვავებულ თვისებებს ეძებს- მელომანებისათვის კარგი სტერეოხმოვანებაა გადამწყვეტი ფაკტორი, ზოგს დიდი, მკაფიო ეკრანის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ზოგიც მთავარ ყურადღებას ბრენდს ანიჭებს (ძირითადად საქართველოში ასეა 😀 :D). Continue reading

Samsung Galaxy S III-ი Galaxy S II-სა და Galaxy S-ის წინააღმდეგ: ოჯახის შიდა შედარება

მაშ ასე, Samsung-მა მორიგი ფლაგმანი, სმარტფონი Galaxy S III წარმოადგინა. ეს აპარატი მოწინავე მობილური ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის, რომ Samsung-მა იგი სხვადასხვაგვარი ექსკლუზიური ფუნქციებითა და სამსახურებით აღჭურვა, რათა მოწყობილობა სხვა კონკურენტების ფონზე გამორჩეული ყოფილიყო.

ამისდა მიუხედავად, საკმაოდ საინტერესო იქნება სამხრეთკორეული კომპანიის Galaxy S ხაზის სმარტფონების თაობიდან თაობაში გადაცემული მახასიათებლების განხილვა, თუ რა მიმართულებებს ანიჭებს უპირატესობას Samsung აპარატების განვითარებაში 2010 წლიდან მოყოლებული. სწორედ ეს გააკეთეს Engadget-ის ჟურნალისტებმა და ერთიან შედარებით ცხრილში სამი თაობის  Galaxy S-ის პარამეტრები გააერთიანეს, რის წყალობითაც ჩანს, რომ პრაქტიკულად არაა აპარატული მახასიათებელი, რომელიც მოდელიდან მოდელამდე არ გაუმჯობესებულა. Continue reading

Samsung-მა ოთხბირთვიანი ჩიპი Exynos 4 Quad წარმოადგინა

კომპანიამ Samsung Electronics ოფიციალურად წარმოადგინა ახალი თაობის მობილური პროცესორი — Exynos 4 Quad. სიახლე 45-ნმ ორბირთვიან მოდელს Exynos 4 Dual შეცვლის და მისგან ორჯერ მეტი მწარმოებლობით გამოირჩევა 20%-ით შემცირებული ენერგომოხმარებისას.პროცესორი ბირთვის ARM Cortex A9 ბაზაზეა დაპროექტებული, რომელიც ტაქტურ სიხშირეზე 1,4 გჰც ფუნქციონირებს. აღნიშნავენ მოწინავე ტექნოლოგიის HKMG (ლითონის ჩამკეტები და დიელექტრიკები მაღალი დიელექტრიკული შეღწევადობით High-k) და 32-ნმ ტექპროცესის გამოყენებას. მწარმოებელი «მძიმე» ამოცანების შესრულების შესაძლებლობას გამოყოფს, 3D-თამაშების, ვიდეოს რედაქტირების, ინტენსიური გამოთვლებით მოდელირების ჩათვლით. მოხმარებული სიმძლავრის შესამცირებლად Samsung-მა კვების ძაბვის მასშტაბირების ტექნოლოგია და თითოეული ბირთვისთვის სიხშირეები გამოიყენა, რომელიც სხვებისგან დამოუკიდებლად შეიძლება გაითიშოს. ეს კომპანიონ-ჩიპის S5M8767 დახმარებითაა რეალიზებული. Continue reading

MWC 2012: Samsung Galaxy S II წლის საუკეთესო სმარტფონად აღიარეს

გამოფენაზე MWC 2012 სამხრეთკორეული კომპანიის Samsung ფლაგმან სმარტფონს Samsung Galaxy S II პირველი ადგილი ხვდა წილად ნომინაციაში «საუკეთესო სმარტფონი», რის გამოც გადაეცა ჯილდო GSMA Best Smartphone.
მეტიც, კომპანიას Samsung «წლის საუკეთესო მწარმოებლის» (Device Manufacturer of the Year) წოდება მიენიჭა. Continue reading