Sandy Bridge მიმოხილვა

Pentium 4-ის სერია ისე დაამთავრა კომპანია Intel-მა რომ 4GHz-ისთვის არც მიუღწევია. ყველაზე სწრაფი პროცესორი 3.8GHz სიხშირეზე მუშაობდა. შემდეგ კი მოხდა დიდი გადატვირთვა და ყველანი Core 2 Duo-ებზე გადავედით, რომლებიც 3GHz ნაკლებ სიხშირეზე მუშაობდნენ. მას შემდეგ კომპანიამ კვალვ დაიწყო სიხშირეების გაზრდა თუმცა აქცენტი უფრო წარმადობაზე კეთდებოდა ვიდრე ტაქტურ სიხშირეზე.
დღეისათვის Intel ფაქტიურად ამთავრებს იმას რაც ათწლეულის წინ დაიწყო. ერთ ნაკადიანი პროგრამის გაშვებისას Core i7-2600K პროცესორის სამი ბირთვი ითიშება და ერთი ბირთვი აგრძლებს მუშაობას 3.8GHz სიხშირეზე. ორი გამორთული ბირთვითაც კი ეს 32 ნანომეტრული ჩიპი 3.7GHz-მდე ზრდის ტაქტურ სიხშირეს. ერთადერთი მიზეზი რაც 4GHz სიხშირემდე გვაშორებს კონკურენციის ნაკლებობაა (AMD :(). კარგ დედა დაფაზე ფაქტიურად მაუსის ერთი მოძრაობით auto-აჩქარების რეჟიმში 2600K თავისუფლად აღწევს 4.4GHz სიხშირეს. მათთვის ვისაც მეტი უნდა ძალიანა დვილი იქნება 4.6-4.8GHz სიხშირის მიღწევა მხოლოდ ჰაერის გაგრილებით ყოველგვარი ექსტრემალური აჩქარების გარეშე.
Continue reading

Advertisements