ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა მსოფლიო


ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”. Continue reading

Nvidia Tesla

ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ სანამ ამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, აუცილებლად ყურადღებით უნდა წინა პოსტი.


როდესაც ადამიანმა პირველი მიკროჩიპი შექმნა და სახელად პროცესორი უწოდა, მას ვერცკი წარმოედგინა თუ რა სისწრაფით განვითარდებოდა იგიგ და რაოდენ გასაოცარ სიმძლავრეებს მიაღწევდა მომავალში. პირველი პროცესორები ანუ CPU–ები მარტო ერთი ბირთვით და ერთი ნაკადით იყვნენ აღჭურვილი. მათ მხოლოდ ერთი დასახული ამოცანის შესრულება შეეძლოთ და ამასაც საკმაოდ დიდ დროს ანდომებდნენ. შემდგომში შემუშავებულ იქნა მრავალბირთვიანი და მრავალნაკადოვანი პროცესორები, რამაც გამოიწვია პარალელური გამოთვლების კონცეფციის ჩამოყალიბება. მარტივად რომ ვთქვათ 4 ბირთვი უფრო სწრაფად გამოთვლის მისთვის დასახული ამოცანის შედეგს, ვიდრე 1 ბირთვი და 240 ბირთვი უფრო სწრაფად ვიდრე 4. დღევანდელ CPU–ებს შეიძლება პარალელური პროცესორებიც ვუწოდოთ, გამომდინარე მათი აგებულებიდან და გამოთვლების წარმოების სქემიდან. Continue reading