Hitachi LifeStudio Desk Plus: ორიგინალური დიზაინი

Hitachi ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია შემნახველი მოწყობილობების ბაზარზე. უმეტესობა მას მაინც მყარი დისკების წარმოებით იცნობთ. თუმცა კომპანიის სტრატეგია გარე მყარი დისკების შექმნასაც გულისხმობს. ამ მხრივ Desk სერია საკმაოდ განვითარებულია და უკვე რამდენიმე სერიოზულ მოდელსაც მოიცავს. მათგან ჩვენი ინტერესის არეალში LifeStudio Desk Plus მოხვდა.
მოწყობილობა თამამად შეიძლება ითქვას ძალზედ დახვეწილი დიზაინის მქონე გახლავთ. L-ის ფორმის შავ კორპუსს ცისფერი ჩანართები საკმაოდ უხდება და მცირედით, მაგრამ ოდნავ ასოციაციას მაინც იწვევს ტრონთან. ზომებით LifeStudio Desk Plus არც ისე დიდია: 18.09 cm (H) x 12.33 cm (W) x 8.27 cm (D), თუმცა ეს პარამეტრი მაინც არ ახდენს გადამწყვეტ გავლენას მის ავ-კარგიანობაზე მარტივი მიზეზის გამო: იგი მაინც მაგიდაზე განსათავსებლად არის გამიზნული და არა ჯიბით სატარებლად. მოწყობილობის სადგამის როლს ისევ მისი კორპუსი ითავსებს და დამატებითი პლასტმასის დეტალების გამოყენება გამოირიცხება. ჩემი სუბიექტური აზრით ეს ბევრად უფრო მოსახერხებელია. სადგამზევეა განთავსებული ჩვენთვის მნიშვნელოვანი პორტები: Mini USB, რომელიც კომპიუტერთან დაკავშირებისთვის გამოიყენება, კვების გარე ადაპტერის შესაერთებელი წერტილი და Kensington-ის საკეტი მეტი უსაფრთხოებისთვის. Continue reading

Windows Home Server 2011 – სერვერი სახლის პირობებში

იქცა ის, რომ სახლში პერსონალური კომპიუტერების და ლეპტოპების რიცხვი ზოგჯერ ოჯახის წევრთა რაოდენობასაც კი აღემატება. ამ დროს კი საჭირო ხდება ყველაზე მთავარი ამოცანის გადაჭრა: მათ შორის ინფორმაციის გაცვლა.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ გიწევთ ახალი HDD-ს მიერთება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძველები უბრალოდ გადაივსო. ამდენი ფაილის სამუშაო კომპიუტერში ერთად თავმოყრა კი ნამდვილად მოუხერხებელია, რადგან ზოგიერთი მათგანი ფაქტიურად დაკონსერვებულია და წელიწადში ერთხელ თუ მივაკითხავთ ხოლმე. ლეპტოპის HDD-ები კი, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ მცირე მოცულობისაა და ყველა საჭირო ფაილის თავმოყრა მასზე არ ხერხდება. გამოსავალი კი, ერთი შეხედვით, არსებობს შემდეგში: ავიღოთ ნებისმიერი მესამე კომპიუტერი და მასში მოვათავსოთ ყველა მონაცემი, რაც კი ოდესმე შეიძლება დაგვჭირდეს. ამ მონაცემებთან წვდომა კი სახლში არსებული ნებისმიერი სხვა კომპიუტერიდან უნდა შეგვეძლოს. თუმცა არც სახლის გარეთ მყოფი მფლობელი არ უნდა დაიჩაგროს. წარმოიდგინეთ ტრანსპორტით მგზავრობისას ან სულაც ქალაქგარეთ ყოფნისას თქვენი ლეპტოპით უკავშირდებით სახლში გამართულ სერვერს და იქ განთავსებული ბიბლიოთეკიდან კითხულობთ წიგნებს, ათვალიერებთ ფოტოალბომებს, უყურებთ ფილმებს, უსმენთ მუსიკას, ან სულაც ახდენთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოძიებას. სახლში ყოფნისას კი თქვენს დაქვემდებარებული TV-ს მეშვეობით ახდენთ მეზობლად კუთხეში მიმალული კომპიუტერიდან ვიდეოფაილების სტრიმინგს. მომხიბვლელია, არა? ბუნებრივია, სერვერად გამოყენებულ კომპიუტერს დასჭირდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რათა შეძლოს მიერთებულ კლიენტებთან ინფორმაციის გაცვლა და შენახული მონაცემების მოწესრიგება გარკვეული პრინციპით. Continue reading