წესები

საერთო წესები ბლოგ ტექნოლოგიაზე

პატივცემულო მომხმარებლებო, ჩვენი თხოვნა იქნება სანამ ბლოგით სარგებლობას დაიწყებდეთ აუცილებლად გაეცნოთ მოქმედ წესებს.

1.საერთო დებულებები:
– წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებლებს მათი დაცვის აუცილებლობისგან.
– საიტზე რეგისტრაცია ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას.
– პირადი საკითხების განხილვისათვის საიტზე არსებობს პირადი შეტყობინებების სისტემა (გვერდი “კონტაქტი“). ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და არ ახდენს შეტყობინებების ფილტრაციას და, შესაბამისად, არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე. მაგრამ არაკორექტულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დასაჯოს დამნაშავე.

2. იკრძალება:
– უცენზურო და ნებისმიერი ფორმით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
– წაქეზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისაკენ, ფაშიზმის, ნაციზმის, რასიზმის, ნარკომანიის პროპაგანდა, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება, ასევე მასობრივი არეულობისკენ და ომისკენ მოწოდება.
– სექსუალური უმცირესობების შევიწროვება, დაცინვა და შეურაცხყოფა.
– წინასწარ ცნობილი ცრუ ინფორმაციის, ცილისწამების გამოქვეყნება.
– აკრძალულია სხვათა სარწმუნოების, ფაშისტური ან ნაცისტური სიმბოლიკის ან უხამსი და მორალურად შეურაცხმყოფელი ავატარების ან წარწერების დაყენება. ასეთი მომხმარებლის პროფილი გაუფრთხილებლად შეიძლება ჩასწორდეს. ასეთ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.
– სარეკლამო, ანტისარეკლამო ან კომერციული ინფორმაციის შემცველი თემების შექმნა, ასევე საიტების ლინკების გამოქვეყნება (მათ შორის მინაწერში), მათი პოპულარიზაციის მიზნით.
– ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ინფორმაციის, ლინკების და ამ თემატიკის საიტების პაროლების გამოქვეყნება.
– სიახლეების შექმნა, რომლებსაც აქვთ უშინაარსო სათაური და სიმბოლოების უაზრო კრებული.
– მოდერატორების და ადმინისტრაციის მოქმედებების განხილვა. თუ თქვენ გსურთ რაიმეს თქმა, გააკეთეთ ეს პირადად – ელ.ფოსტის, პერსონალური შეტყობინებების სისტემის ან სხვა საშუალებით.

3. წესრიგის დაცვის ზომები:
– წესრიგს იცავს ბლოგის ადმინისტრაცია
ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას:
– დახუროს და წაშალოს სიახლეები, რომლებიც არღვევენ არსებულ წესებს.
– მოახდინოს წესრიგის დამრღვევთა ბლოკირება.
– ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხულიგნებს. ნუ უპასუხებთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ მოგაყენეს შეურაცხყოფა. ასეთ მოქმედებებზე რეაგირებას მოახდენს ადმინისტრაცია.

4. სასჯელი წესების დარღვევისას:
– ნებისმიერი წესის დარღვევისთვის პირველი გაფრთხილება სიტყვიერია.
– მეორე გაფრთხილება 1-3 დღის ბანი პოსტვის უფლების გარეშე.
– მესამე გაფრთხილება. 3-10 დღის ბანი.
– სერიოზული დარღვევების შემთხვევაში (არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, მომხმარებლების შეურაცხყოფა, მოხმობა უწესო ქმედებისაკენ, აშკარა რეკლამა) ბანი იქნება დადებული წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე და, შესაძლებელია, შეადგინოს 3 დღიდან 3 თვემდე.
– განსაკუთრებულად მძიმე დარღვევების შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება გაუფრთხილებლად მიეცეს სამუდამო ბანი.
– თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენს წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებს, უფლება გაქვთ გაასაჩივროთ ადმინისტრატორთან.

პატივისცემით, ბლოგის ადმინისტრაცია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s