რობოტი, რომელიც სენდვიჩს აკეთებს

 

მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TUM) კვლევითი ჯგუფის წევრებმა ორი ინტელექტუალი რობოტი წარუდგინეს პუბლიკას. ესენია TUM-Rosie და TUM-James. რობოტების ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ უკვე გააჩნიათ და რომელთა დემონსტრაციაც მოახდინეს, იმედის მომცემია მათთვის, ვისაც რობოტის მიერ გაკეთებული სენდვიჩის გასინჯვა სურს ან სულაც სამეცნიერო-ფანტასტიკაში აღწერილ რობოტ-დამხმარეზე ოცნებობს.

 

რობოტ “როზის” გარემოს აღქმის შესანიშნავი უნარი აქვს, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია უცნობ გარემოში ორიენტირება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს, რომ როზის შეუძლია ჩაშენებული კამერებისა და ოთხთითა ხელის დახმარებით საკმაოდ აკურატულად აიღოს სხვადასხვა ნივთები, მაგალითად პურის ნაჭერი, ყველი და ძეხვი, რათა ზარმაცი ადამიანებისთვის ბუტერბროდი გააკეთოს.

რობოტი ჯეიმსი კი კინექტის სამგანზომილებიანი კამერებითაა აღჭურვილი და სწრაფად გადაადგილებაც შეუძლია. ანუ მას შეუძლია როზის გაკეთებული ბუტერბროდები ნებისმიერ ადგილზე მიართვას “პატრონს”.

 

ქვემომდებარე ვიდეოში როზი და ჯეიმსის კულინარიული შესაძლებლობების დემონსტრაცია შეგიძლიათ იხილოთ:

 

წყარო: go.ge

დატოვე კომენტარი